ჩელსი ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

ლონდონის "ჩელსი" "ნაპოლის" ნიგერიელი თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერით ინტერესდება.
ნეაპოლიტანური გამოცემის Il Mattino-ს ცნობით, ნიგერიელი ფორვარდი ამჟამად უფრო ახლოს არის "პსჟ"-ში გადასვლასთან, მაგრამ "ჩელსის" ტრანსფერის შანსი ჯერ კიდევ აქვს.
ოზიმენმა იტალიის ჩემპიონატის 21 მატჩში 13 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.