ფილ ფოდენმა მესის და ჰოლანდის მიღწევა გაიმეორა

მანჩესტერ "სიტის" ნახევარმცველმა ფილ ფოდენმა პრემიერ ლიგაში 50 გოლის ნიშნულს მიაღწია.
ხუთშაბათს ინგლისელმა "ბრაიტონთან" 4-0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა - ეს მი მისი 50-ე და 51-ე გოლი იყო ინგლისის ჩემპიონატში.
BBC-ის ცნობით, ფოდენი მხოლოდ მესამე მოთამაშეა გახდა, რომელმაც 23 წლამდე ასაკში პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით 50 ან მეტი გოლი გაიტანა ჩემპიონატის ფარგლებში.