მანჩესტერ სიტის ტიტულის მოგების შანსები 71%-მდე გაიზარდა

ინგლისის პრემიერ ლიგის 29-ე ტურის მატჩში მანჩესტერ "სიტიმ" "ბრაიტონი" 4:0 განადგურა.
მიუხედავად იმისა, რომ "ქალაქელები" ლონდონის "არსენალს" ქულით ჩამორჩებიან, გვარდიოლას გუნდს ერთი თამაში მარაგში აქვს.
ავტორიტეტული სტატისტიკური პორტალი Opta მანჩესტერ "სიტის" ჩემპიონობის ალბათობას 71 პროცენტით აფასებს.
Opta-ს პროგნოზის მიხედვით "არსენალის" შანსები 27.3%-ია, ხოლო "ლივერპულის" შანსები ბოლო მარცხის შემდეგ მცირეა - 1.6%.