კონტემ სერია A-ს კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

უცხოური მედიის ცნობით, ანტონიო კონტემ მალე შესაძლოა სერია A-ს კლუბი ჩაიბაროს.
54 წლის მწვრთნელი "ნაპოლიში" დანიშვნასთან ახლოსაა, ამის შესახებ Rai Sport-ი იუწყება.
წყაროს ცნობით, მხარეები სამწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ.
კონტეს მოსალოდნელი ხელფასი ახალ თანამდებობაზე დაახლოებით 6,5 მილიონი ევრო იქნება.
აღნიშნულია, რომ გარიგების დასადებად მხოლოდ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის საბოლოო თანხმობაა საჭირო.