ავტორიზაცია

UEFA-მ რეალი V ბაიერნის მატჩზე პროტოკოლი დაარღვია

UEFA-მ რეალი V ბაიერნის მატჩზე პროტოკოლი დაარღვია
თარიღი 09 May 2024, 11:01
ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში, რეალმა ბაიერნი დრამატულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა და ორი მატჩის ჯამში (4-3) ფინალში გავიდა.

შეხვედრის 71-ე წუთზე რეალმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა, VAR-ის საშუალებით გოლი გაუქმდა - ვიდეო რეფერის დახმარებით, მსაჯმა ნაჩოზე თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა.

UEFA-მ აღნიშნული ეპიზოდის შემოწმების დროს პროტოკოლი დაარღვია - წესდებაში წერია, რომ VAR-ზე ეპიზოდის შემოწმება სტადიონის დიდ ეკრანზე არ უნდა ჩანდეს, რაც გუშინდელ მატჩში არ იყო გათვალისწინებული.