არსენალმა ჟორჟინიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

"არსენალმა" იტალიელ ნახევარმცველ ჟორჟინიოსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.
ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება.
მანამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟორჟინიოსთან ახალი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე იქნებოდა ძალაში.
"არსენალი" პრემიერ ლიგის მომდევნო მატჩს კვირას, 12 მაისს, მანჩესტერ "იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავს.