ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად დასახელდა

მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კლუბად დასახელდა
თარიღი 09 May 2024, 18:28
Sportico-ს ექსპერტებმა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი შეადგინეს. 

ამ რეიტინგში პირველი ადგილი მოულოდნელად ინგლისურმა მანჩესტერ "იუნაიტედმა" დაიკავა, რომელიც ბოლო წლებში სპორტული თვალსაზრისით წარუმატებელი იყო. 

"იუნაიტედი" 6,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მეორე ადგილზეა მადრიდის "რეალი" 6 მილიარდი დოლარის ღირებულებით იკავებს. მე-3 ადგილზე "ბარსელონაა", რომლის ფასი 5,2 მილიარდი დოლარია. 

მე-4 ადგილზე "ლივერპულია" (5,1 მილიარდი დოლარი) და ხუთეულს მიუნხენის "ბაიერნი" (4,8 მილიარდი დოლარი) ხურავს.