ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 11 May 2024, 13:14
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვას არ აპირებს, ამის შესახებ ინსაიდერი ფაბრიციო რომანო იუწყება. 

"ნაპოლი" კვარაცხელიასთვის ახალი გარიგების შეთავაზებას გეგმავს, რომელიც უკვე მომდევნო კვირებში შეიძლება დასრულდეს.

ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეიცავდეს გათავისუფლების პუნქტს - მსგავსი კონტრაქტის სტრუქტურას, რომელიც ოსიმენს შესთავაზეს გასულ დეკემბერში.

ნეაპოლური გუნდი იმედოვნებს, რომ ქართველ შემტევთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს. 

კვარაცხელიას მიმართ ინტერესს ფრანგული "პსჟ" და ინგლისის ჩემპიონატის რამდენიმე კლუბი იჩენს.  ამ კლუბების მხრიდან ოფიციალური შეთავაზება ამ დრომდე არ ყოფილა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.