ავტორიზაცია

ლუკა მოდრიჩი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალს დატოვებს

ლუკა მოდრიჩი სეზონის ბოლოს მადრიდის რეალს დატოვებს
თარიღი 11 May 2024, 15:08
ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მადრიდის "რეალს" 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს დატოვებს. 

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ცნობილი ჟურნალისტი რამონ ალვარეს დე მონტი იუწყება. 

მოდრიჩი მადრიდის "რეალში" 2012 წლის ზაფხულის ბოლოდან თამაშობს. მას შემდეგ ხორვატმა ფეხბურთელმა 530 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 39 გოლი გაიტანა და 85 საგოლე გადაცემა გააკეთა.