ავტორიზაცია

დე ბრუინი პრემიერ ლიგაში საგოლე პასების მხრივ ფაბრეგასს დაეწია - წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია

დე ბრუინი პრემიერ ლიგაში საგოლე პასების მხრივ ფაბრეგასს დაეწია - წინ მხოლოდ ერთი ფეხბურთელია
თარიღი 11 May 2024, 16:40
ინგლისის პრემიერ ლიგის 37-ე ტურში მანჩესტერ "სიტი" "ფულჰემს" უპირისპირდება და პირველი ტაიმის შემდეგ მინიმალური სხაობით (1:0) ამარცხებს. 

პეპ გვარდიოლას გუნდმა დაწინაურება საკმაოდ სწრაფად შეძლო - გვარდიოლმა მე-13 წუთზე კევინ დე ბრუინის პასის შემდეგ ანგარიში გახსნა. 

ინგლისის პრემიერ ლიგაში დე ბრუინს ამჟამად 111 საგოლე გადაცემა აქვს. 

ამ მაჩვენებლით ბელგიელი სესკ ფაბრეგასს დაეწია, რომელიც "არსენალსა" და "ჩელსიში" თამაშობდა. 

პრემიერ ლიგაში მხოლოდ ერთ მოთამაშეს აქვს მეტი საგოლე გადაცემა გაკეთებული - რაიან გიგზი. უელსელის ანგარიშზე 162 საგოლე გადაცემაა.