ავტორიზაცია

მადრიდის რეალი არგენტინის ბაზარზე მანჩესტერ სიტის დომინაციის დასრულებას აპირებს

მადრიდის რეალი არგენტინის ბაზარზე მანჩესტერ სიტის დომინაციის დასრულებას აპირებს
თარიღი 14 მაი 2024, 08:42
მადრიდის "რეალი" არგენტინელი საფეხბურთო ბაზარზე წამყვანი პოზიციის დაკავებას გეგმავს. 

"სამეფო კლუბში" მიაჩნიათ, რომ ბოლო დროს "მანჩესტერ სიტი" უფრო წარმატებული აღმოჩნდა პერსპექტიული არგენტინელების მოძიებაში და გაფორმებაში - "ქალაქელებმა" შეძლეს ხულიან ალვარესი და კლაუდიო ეჩევერის თავის რიგებში დამატება. 

Relevo-ს ცნობით, "რეალი" სიტუაციის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას გეგმავს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 16 წლის ფრანკო მასტანტუონოს (რივერ პლეიტი) შეძენა, რომელიც მოთხოვნადია ევროპულ ბაზარზე. 

მასტანტუონოს კონტრაქტი 45 მილიონ ევროს გამოსასყიდ თანხას ითვალისწინებს, მაგრამ მადრიდული გრანდი ტრანსფერის განხორციელებას მისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებით აპირებს.