ოსიმენისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა

ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი, სავარაუდოდ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში "ნაპოლის" დატოვებს.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "პსჟ"-ს ოსიმენის შეძენის ყველაზე დიდი შანსი აქვს.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონ ევროს შეადგენს.
2023/2024 წლების სეზონში ვიქტორ ოსიმენმა 31 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.