დიბალა შესაძლოა საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდეს

"რომას" თავდამსხმელმა პაულო დიბალამ შესაძლოა კარიერა
საუდის არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც ჟურნალისტი რუდი გალეტი სოციალურ ქსელში იუწყება, "ალ-შაბაბი" მზადაა "რომას" 12 მილიონი ევრო გადაუხადოს - ეს არის არგენტინელი ფორვარდის რომაულ კლუბთან კონტრაქტში მითითებული თანხა.