ავტორიზაცია

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს
თარიღი 17 მაი 2024, 13:53
ესპანელი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა "ლივერპულში" აღარ ითამაშებს. 

ფეხბურთელი კლუბს ზაფხულში დატოვებს, რადგან მისი ხელშეკრულება, რომელიც 30 ივნისს ეწურება, არ გახანგრძლივდება. 

შეგახსენებთ, რომ ალკანტარა იურგენ კლოპის გუნდში 2020 წლიდან თამაშობს.