ბარსელონა ხავის შემცვლელს ეძებს - სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილია

კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა შესაძლოა თანამდებობა მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვოს.
როგორც Mundo Deportivo-ს ჟურნალისტებმა შეიტყვეს, "ბლაუგრანა" სამი სპეციალისტის კანდიდატურას განიხილავს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" ინტერესთა სფეროში რაფაელ მარკესი, მარსელო გალარდო და ჰანს-დიტერ ფლიკი შედიან.
ამ სამეულს შორის კატალონიური გუნდის ხელმძღვანელობა უპირატესობას გალარდოს ანიჭებს.