კრიშტიანუ რონალდუმ ახალი რეკორდი დაამყარა
საუდის არაბეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში, "ალ-ნასრმა" "ალ-ჰილალთან" ფრედ 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ საგოლე გადაცემა გააკეთა.
39 წლის პორტუგალიელი ადგილობრივი ჩემპიონატში გოლს+პასი სისტემით რეკორდსმენი გახდა. პორტუგალიელს გოლი+პასის სისტემით 44 ქულა აქვს.
კრიშტიანუმ აჯობა აბდერაზაკ ჰამდალას მიღწევას, რომელსაც 2018/2019 წლების სეზონში 43 ქულა ჰქონდა.