ფილ ფოდენი პრემიერ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა!
მანჩესტერ "სიტის" შემტევი ნახევარმცველი ფილ ფოდენი ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ამის შესახებ "ქალაქელების" ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
მიმდინარე ჩემპიონატში 23 წლის ფეხბურთელმა 34 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 17 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა.
ფოდენის კონტრაქტი მანჩესტერ "სიტისთან" 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.