ავტორიზაცია

Transfermarkt-მა ავსტრიის ჩემპიონატში ფასები განაახლა | კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა!

Transfermarkt-მა ავსტრიის ჩემპიონატში ფასები განაახლა |  კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა!
თარიღი 21 May 2024, 16:30
ცნობილმა გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტომ, Transfermarkt-მა ავსტრიის ბუნდესლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელთა ფასები განაახლა.

ცვლილება ქართველ ფეხბურთელებსაც შეეხო. გრაცის "შტურმის" ლიდერის ოთარ კიტეიშვილის სატრანსფერო ღირებულება ორი მილიონით გაიზარდა და ამჟამად, 5 მილიონ ევროს შეადგენს. 

ავსტრიული "ვოლფსბერგერის" 27 წლის ნახევარმცველის სანდრო ალთუნაშვილის ფასი კი 100 000-ით გაიზარდა და 800 000 ევროს შეადგენს.