BREAKING: მბაპე ოლიმპიადაზე არ ითამაშებს

"პსჟ"-ს ფორვარდი კილიან მბაპე მომავალ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.
როგორც ცნობილია, 25 წლის ფორვარდი "პარი სენ-ჟერმენს" მიმდინარე სეზონის ბოლოს დატოვებს, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით მადრიდის "რეალში" გადავა.
ჟურნალისტი არანსი როდრიგესის თქმით, მბაპე საფრანგეთის ოლიმპიურ გუნდს საშინაო ტურნირზე, რომელიც ზაფხულში გაიმართება, არ დაეხმარება.