გაგნიძე: "არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა, მთავარი ჩემპიონობაა"
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ მიმდინარე სეზონში საკუთარ გამოსვლაზე ისაუბრა.
გაგნიძის თქმით, მართალია, სათამაშო დროით უკმაყოფილოა, მაგრამ ახლა მთელი გუნდისთვის მთავარი ჩემპიონობისთვის ბრძოლაა.
„ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ ჩემი სათამაშო დროით. თუმცა, ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ დინამო ჩემპიონობას ერთი ნაბიჯით აშორებს. ამ მომენტში არ აქვს მნიშვნელობა ვითამაშებ თუ არა“, - თქვა გაგნიძე.
რუსეთის პრემიერ ლიგაში 29 ტურის შემდეგ მოსკოვის "დინამო" პირველ ადგილზეა და ორი ქულით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ "ზენიტს".
სეზონის ბოლო მატჩს ქართველის გუნდი 25 მაისს "კრასნოდართან" გამართავს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა მოსკოვური გუნდის რიგებში 15 მატჩი ჩაატარა.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ფეხბურთელმა მოსკოვური გუნდის რიგებში 15 მატჩი ჩაატარა.