ჯეიმი კარაგერი: "საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფში ბოლო ადგილს დაიკავებს"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა და ამჟამად, საფეხბურთო ექსპერტმა ჯეიმი კარაგერმა მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპზე პროგნოზები გააკეთა.
"F ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა პორტუგალია, რომელიც უძლიერესი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.
ვეტერანი ინგლისელი F ჯგუფსაც შეეხო, სადაც საქართველოს ნაკრები: პორტუგალიას, თურქეთს და ჩეხეთს დაუპირისპირდება.
"F ჯგუფიდან პირველი ადგილით გავა პორტუგალია, რომელიც უძლიერესი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.
მეორე ადგილზე გავა თურქეთი, რომელსაც ასევე ძლიერი ეროვნული გუნდი ჰყავს. მე-3 პოზიციას დაიკავებს ჩეხეთი, ბოლო ადგილს კი საქართველო. რაც შეეხება 4 საუკეთესო 3-ადგილოსანს: შვეიცარია, ავსტრია, უკრაინა და სერბეთი.", - განაცხადა კარაგერმა.