ადემოლა ლუკმენი ევროტურნირების ისტორიაში შევიდა

ევროპა ლიგის 2023/24 წლების სეზონის ფინალში ატალანტამ ლევერკუზენი 3-0 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ფინალურ მატჩში სამივე გოლი იტალიური კლუბის შემტევმა, ადემოლა ლუკმენმა გაიტანა და ევროტურნირების ისტორიაში შევიდა.
26 წლის ნიგერიელი გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც ევროტურნირების ფინალში სამი გოლის გატანა შეძლო - ბოლოს აღნიშნული შედეგი 1975 წლის უეფას თასის ფინალში მიუნხენგლადბახის ბორუსიას მაისურით იუპ ჰაინკესმა დააფიქსირა.