ავტორიზაცია

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მიუნხენის ბაიერნი ახალი მწვრთნელის დანიშვნას კვირის ბოლომდე გამოაცხადებს

𝐁𝐑𝐄𝐀𝐊𝐈𝐍𝐆: მიუნხენის ბაიერნი ახალი მწვრთნელის დანიშვნას კვირის ბოლომდე გამოაცხადებს
თარიღი 23 მაი 2024, 11:45
"ბარნლის" მთავარი მწვრთნელი ვენსენ კომპანი მიუნხენის "ბაიერნში" დანიშვნასთან ახლოსაა. 

როგორც ინსაიდერი კრისტიან ფალკი სოციალურ ქსელში იუწყება, მხარეებმა თანამშრომლობაზე სიტყვიერი შეთანხმება მიაღწიეს. 

კომპანიის კონტრაქტი გერმანულ გრანდთან 2028 წლამდე იქნება. 

მოსალოდნელია, რომ კვირის ბოლომდე "ბაიერნი" ყველა საკითხს გარიგებასთან დაკავშირებით შეათანხმებს და ოფიციალურად წარადგენს კომპანის გუნდის მთავარ მწვრთნელად.