BREAKING: პსჟ მზადაა კვარაცხელიას სანაცვლოდ 100 მილიონი გადაიხადოს - დე ლაურენტისის მოთხოვნა გაცილებით დიდია
ავტორიტეტული იტალიური გამოცემის La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფრანგული "პსჟ" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროს ამზადებს.
წყაროს ცნობით, ნეაპოლური გუნდი ამ შეთავაზებას უარით გაისტუმრებს.
"ნაპოლის" პრეზიდენტის აურელიო დე ლაურენტისი ქართველი გარემარბის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს.
ასევე, "პარტენოპეი" 23 წლის შემტევთან კონტრაქტით გახანგრძლივებაზე მუშაობს და როგორც ცნობილია, ხელფასის სახით 4 მილიონს სთავაზობს. ქართველი ფეხბურთელის წარმომადგენლების მოთხოვნა 5 მილიონ ევროს შეადგენს.