მომდევნო კვირაში მილანი ახალ მთავარ მწვრთნელს წარადგენს

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მილანს მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი დატოვებს - ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიური მედიის ცნობით, მილანურმა კლუბმა პიოლის შემცვლელი უკვე იპოვა, რომელსაც მომდევნო კვირაში წარადგენს - როსონერის პაულო ფონსეკა ჩაიბარებს.
51 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი 2022 წლიდან ლილის მთავარი მწვრთნელია და ფრანგული კლუბი ლიგა 1-ის წლევანდელ სეზონში მე-4 ადგილზე გაიყვანა.
პაულო ფონსეკას იტალიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს - 2019-21 წლებში ის რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.