არტომ დოვბიკმა შევჩენკოს რეკორდი გაიმეორა
![არტომ დოვბიკმა შევჩენკოს რეკორდი გაიმეორა](http://storage.goal.ge/uploads/posts/OG32A5aelrzd2rUP4FDIJEk6mG1utB7r.jpg)
"ჟირონას" ფორვარდმა არტიომ დოვბიკმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში "გრანადასთან" ჰეთ-თრიკი შეასრულა.
კატალონიურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე მეტოქე 7:0 გაანადგურა.
ამგვარად, ფორვარდმა ლა ლიგის სეზონი 24 გატანილი გოლით დაასრულა.
დოვბიკმა ამ შედეგით ლეგენდარული თანამემამულის ანდრეი შევჩენკოს რეკორდი გაიმეორა, უკრაინელებს შორის ტოპ 5 ლიგაში სეზონში გატანილი გოლების მხრივ, ამის შესახებ Opta იტყობინება.