ედერსონის შეძენით საუდის არაბეთის ორი კლუბი ინტერესდება
მანჩესტერ "სიტის" ედერსონ მორაესმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში შესაძლოა კლუბი შეცვალოს.
ამის შესახებ CaughtOffside-ის ჟურნალისტები იუწყებიან.
წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის ჩემპიონატის ორი წარმომადგენელი "ალ-ნასრი" და "ალ-იტიჰადი" ბრაზილიელი მეკარის ტრანსფერით ინტერესდებიან.
მხარეებს შორის შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში.