ლივერპული იოროს ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს
ინგლისური "ლივერპული" ფრანგული "ლილიდან" 18 წლის ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს.
საუბარია ლენი იოროზე, რომლის მიმართ ინტერესს მადრიდის "რეალი", "პსჟ" და მანჩესტერ "იუნაიტედიც" იჩენენ.
ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, "მერსისაიდნელებმა" გააძლიერეს მცდელობები, განახორციელონ ახალგაზრდა მცველის ტრანსფერი, რომელსაც "ლილთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება.