კონტემ ნაპოლიში დანიშვნის შემთხვევაში ორი ფეხბურთელის ტრანსფერი მოითხოვა
ანტონიო კონტე შესაძლოა მალე "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი გახდეს.
იტალიელი ნეაპოლელთა დანიშვნის მთავარ კანდიდატად ითვლება.
Football Italia-ს ცნობით, "ნაპოლისთან" მოლაპარაკებების დროს კონტემ განაცხადა, რომ გუნდის გაძლიერება რომელუ ლუკაკუთი და მილან სკრინიარით სურს.
კონტემ ასევე ინტერესი გამოხატა "მილანის" ყოფილი ნახევარმცველის ფრანკ კესის ტრანსფერით.