პსჟ რუსი მეკარის ტრანსფერზე მუშაობს

ავტორიტეტული ინსაიდერის ფაბრიციო რომანოს ცნობით, "პსჟ" "კრასნოდარის" მეკარის მატვეი საფონოვის ტრანსფერით ინტერესდება.
ჟურნალისტის ინფორმაციით, 25 წლის საფონოვი ლიგა 1-ის გუნდში გადასვლასთან ახლოსაა.
წყაროს ცნობით, მხარეებს ჯერ კიდევ სჭირდებათ გარიგების ზოგიერთი დეტალის შეთანხმება.
საფონოვის ტრანსფერისთვის "პსჟ"-მ 20 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, ბონუსების ჩათვლით.