რამდენს გამოიმუშავებს კონტე ნაპოლიში დანიშვნის შემთხვევაში?

ყველაფერი იქამდე მიდის, რომ "ნაპოლის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე გახდება.
ბოლო დღეებში პრესა აქტიურად წერდა კონტესა და "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის მოლაპარაკების პროცესის მიმდინარეობაზე.
La Repubblica-ს ცნობით, დე ლაურენტისმა კონტეს ანაზღაურების სახით სეზონში 9 მილიონი ევროს შესთავაზა.
ამასთან, კონტრაქტში შესაძლოა იყოს 1 მილიონი ევროს პრემია იტალიის ჩემპიონატის მოგებისთვის.