კრიშტიანუ რონალდუმ საუდის არაბეთის ჩემპიონატში გოლების რეკორდი დაამყარა
"ალ-ნასრის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის რეკორდსმენი გახდა.
პორტუგალიელმა "ალ-იტიჰადთან" ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში დუბლი შეასრულა.
რონალდუს საუდის არაბეთის მიმდინარე ჩემპიონატში 35 გოლი აქვს გატანილი, რაც ტურნირის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.