ავტორიზაცია

რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა

რონალდუ პირველი ფეხბურთელია, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლიგაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა
თარიღი 28 მაი 2024, 11:29
"ალ-ნასრის" ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ მორიგი ისტორიული მიღწევა დააფიქსირა. 

39 წლის ფეხბურთელმა 35 გატანილი გოლით საუდის არაბეთის ჩემპიონატის რეკორდი დაამყარა. 

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება, პორტუგალიელი გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ოთხ სხვადასხვა ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 

აქამდე რონალდუ საუკეთესო მეგოლე ინგლისის პრემიერ ლიგაში, ესპანურ ლა ლიგაში (სამჯერ) და იტალიის სერია A-ში გახდა.