იგორ ტიუდორმა ორთვიანი მუშაობის შემდეგ შესაძლოა ლაციო დატოვოს

როგორც მოგეხსენებათ, მარტში იგორ ტუდორმა რომის 'ლაციოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავა.
მას შემდეგ რომაულმა კლუბმა თერთმეტი მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ექვსი მოიგო, სამი ფრედ ითამაშა და ორჯერ დამარცხდა.
ამრიგად, "ლაციომ" სერია A-ში მეშვიდე პოზიცია დაიკავა და შემსეგ სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებს.
როგორც Calciomercato იუწყება, 46 წლის ტუდორმა შესაძლოა უახლოეს მომავალში "ლაციო" დატოვოს. მიზეზი კლუბის ხელმძღვანელებთან უთანხმოებაა.