BREAKING: პარი სენ ჟერმენმა ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტი გაუმზადა
ბოლო პერიოდში ფრანგული "პსჟ"-ს ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა.
ცნობილი ნეაპოლური გაზეთი Il Mattino ქართველი შემტევის შესახებ საინტერეაო ინფორმაციას აცრცელებს.
გამოცემის ცნობით, "პსჟ" კვარას 4-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, რომელის მიხედვითაც მისი ანაზღაურება 10 მილიონ ევროს მიაღწევს.
ასევე, ფრანგული გუნდი ხვიჩასთვის 7 ნომრიანი მაისურს ამზადებს, რომელიც კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ ვაკანტური გახდა.
აღსანიშნავია, რომ "პსჟ"-ს ინტერესი მოთამაშის აგენტმა მამუკა ჯუღელმა lagazzetta.ge-სთან ინტერვიუში დაადასტურა. მისივე განცხადებით, პარიზელებმა უკვე შეთავაზებაც გააკეთეს.