2 მიზეზი, რის გამოც ჩავი ლევანდოვსკის ბარსელონადან უშვებდა

ბარსელონადან ჩავი ერნანდესის წასვლისა და ჰანსი ფლიკის მისვლით, ლოგიკურია, რომ კლუბში ფეხბურთელებთან დაკავშირებით ბევრი რამ შეიცვლება. ერთ-ერთი ასეთი მოთამაშე რობერტ ლევანდოვსკია, რომლის გაშვებასაც ჩავი გეგმავდა.
Sport-ის ინფორმაციით, ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, ორი მათგანი კი ტაქტიკურ საკითხს ეხებოდა. ერნანდესი ფიქრობდა, რომ პოლონელს პრესინგის წამოსაწყებად ენერგია აღარ ჰქონდა და ამასთან, უბურთოდ ყოფნისას, მისი მოქმედებები პროდუქტიული არ იყო. გარდა ამისა, ჩავის სურდა, რომ ლევანდოვსკი თამაშში უფრო ჩართული ყოფილიყო, მაგრამ, მწვრთნელის აზრით, ის ამ ასპექტში ძალიან სუსტი იყო.
ასევე, ჟურნალისტმა რიკარდ ტორკემადამ კატალონიის რადიოს უთხრა, რომ ჩავის რობერტის გაშვება იმ მიზეზითაც უნდოდა, რომ მას გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა არ აქვს. მწვრთნელის აზრით, ლევანდოვსკი მათგან ზედმეტად ბევრს ითხოვს, გასახდელ ოთახში კი ასეთი პიროვნების ყოფნა სასურველი არ იყო.
ფლიკის დანიშვნის შემდეგ კი, უდიდესი ალბათობით, 35 წლის ცენტრფორვარდი ბარსაში, სულ მცირე, 1 სეზონით დარჩება. ჰანსი პოლონელ ვარსკვლავს ბაიერნში გატარებული პერიოდიდან კარგად იცნობს და მასზე იმედებს "ბლაუგრანაშიც" დაამყარებს.
ბარსელონამ ჩავისთან კონტრაქტის გაწყვეტაზე შეთანხმებას ოფიციალურად გუშინ მიაღწია, დღეს კი ფლიკმა კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.