ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-სთან კონტრაქტი შეათანხმა - რა შემთხვევაში განხორციელდება ტრანსფერი?
ცნობილი იტალიური გამოცემის Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, "პსჟ"-მ ხვიჩა კვარაცხელიასთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა.
წყაროს ცნობით, კვარაცხელიასთვის და მისი აგენტისთვის პარიზული გუნდის ვარიანტი მიმზიდველია, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა კლუბებს შორის შეთანხმებაა.
ტრანსფერის ალბათობა საკმაოდ დაბალია, რადგან ნეაპოლური გუნდის პოტენციური მწვრთნელი ანტონიო კონტე ქართველის შენარჩუნება სურს.
გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შედგეს თუ "პსჟ" 150 მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს.
"პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კვარასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობს.