ავტორიზაცია

BREAKING: იბერია 1999 უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობს მეორე რაუნდში დაიწყებს!

BREAKING: იბერია 1999 უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობს მეორე რაუნდში დაიწყებს!
თარიღი 30 მაი 2024, 14:37
საქართველოს დავით ყიფიანის თასის გამარჯვებული "იბერია 1999" უეფას კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს.

ეს ყველაფერი იმით არის გამოწვეული, რომ "ოლიმპიაკოსი" კონფერენს ლიგის მოგების შემდეგ, მომდევნო სეზონში ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. 

ბერძნული კლუბის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოდან ჩახსნამ კი "იბერია 1999"-ის და მალტური "სლიემა ვონდერერსის" პირველი ეტაპის ნაცვლად, მეორე ეტაპზე გადასვლა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ ქართული გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ეტაპზე 4.500 კოეფიციენტით განუთესავი იქნება.