ავტორიზაცია

ნაპოლის პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

ნაპოლის პრეზიდენტმა ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
თარიღი 01 Jun 2024, 13:15
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ქართველი გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ იტყობინება, დე ლაურენტისი კლუბის ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვის ვარიანტს არ განიხილავს. 

პრეზიდენტს სურს კვარაცხელიას ახალი შრომითი კონტრაქტი შესთავაზოს, ფრანგული "პსჟ"-ს მოთამაშის მიმართ აქტიური ინტერესის მიუხედავად. 

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზელები ხვიჩას პირადი კონტრაქტის პირობებზე შეთანხმდნენ, თუმცა საბოლოო სიტყვა ნეაპოლელებს რჩებათ. 

კვარაცხელიასა და "ნაპოლის" შორის შრომითი ხელშეკრულების ვადა 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.