ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელიას მინიმალური სატრანსფერო ღირებულება დაასახელა
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერს ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ს აქტიურად უკავშირებენ.
ამასობაში, კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე განუცხადა კვარაცხელიას აგენტს, რომ ის არ წავა, თუ ზაფხულში პოტენციური მსურველი მინიმუმ 150 მილიონს არ გადაიხდის.
წყაროს ინფორმაციით, "პსჟ"-ს ამჟამინდელი შეთავაზება 60 მილიონი ევროა და ნეაპოლური გუნდი ფეხბურთელის გაყიდვას 100 მილიონი ევროს შეთავაზების შემთხვევაშიც გამორიცხავს.
temo
ტოპ კომენტარი
0
31 May 2024, 17:03
მერე მაგაზე ადვილი რა არის, არ გაახანგრძლივოს კონტრაქტი და მეორე წელს აქეთ შეეხვეწება წადიო. ეს ლაურენტისი არ უყურებს მბაპემ რა უქნა პსჟ-ს? და ამიტომაც სულ უფასოდ მიდის რეალში.