ნაპოლიმ ტორინოს მცველის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკება დაიწყო
"ნაპოლი" "ტორინოს" ცენტრალური მცველის ალესანდრო ბონჯორნოს ტრანსფერზე მუშაობს.
ნეაპოლიტანური კლუბის წარმომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრა 24 წლის ფეხბურთელის აგენტთან, ამის შესახებ ინსაიდერი ნიკოლო სკირა იტყობინება.
გარიგებაში ჩართულია ანტონიო კონტეც, რომელიც უახლოეს მომავალში "პარტენოპეის" მთვარ მწვრთნელად დაინიშნება - ის პირადად არწმუნებს ცენტრალურ მცველს გუნდში გადასვლაში.
იტალიის ნაკრების ფეხბურთელის კონტრაქტი უკვე მომზადდა, რომელიც ძალაში 2029 წლამდე იქნება, წელიწადში 2,5 მილიონი ევროს ანაზღაურებით.