იუვენტუსმა რაბიოს ახალი კონტრაქტი შესთავაზა
"იუვენტუსისც ნახევარმცველმა ადრიენ რაბიომ კლუბისგან ახალი კონტრაქტის შეთავაზება მიიღო.
ფრანგს მოქმედი კონტრაქტი ერთ თვეში ეწურება, მაგრამ "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა დაინტერესებულია ნახევარმცველთან თანამშრომლობის გაგრძელებით.
La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "იუვენტუსმა" რაბიოს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზა წელიწადში 7,5 მილიონი ევროს ხელფასით. ფეხბურთელის პასუხი სავარაუდოდ მალე გახდება ცნობილი.