ფლიკმა ბარსელონადან ერთი მოთამაშის გაშვება გადაწყვიტა
![ფლიკმა ბარსელონადან ერთი მოთამაშის გაშვება გადაწყვიტა](http://storage.goal.ge/uploads/posts/GZf61zllEBguO85PLFzw1ZNKVfsoekAt.jpg)
კატალონიური "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკილმა ჟოაო კანსელოზე გადაწყვეტილება მიიღო.
გერმანელი სპეციალისტი პორტუგალიელს მომავალ სეზონში თავის გუნდში ვერ ხედავს, ამის შესახებ Relevo იუწყება.
ფლიკმა მოთამაშის გაშვების მთავარ მიზეზად პორტუგალიელის არასტაბილურობა დაასახელა.
2023/2024 წლების სეზონში პორტუგალიელმა ფეხბურთელმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 42 მატჩი ჩაატარა, რომელშიც ოთხი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.