ავტორიზაცია

BREAKING: ჟოზე მოურინიო თურქულ გრანდს ჩაიბარებს

BREAKING:  ჟოზე მოურინიო თურქულ გრანდს ჩაიბარებს
თარიღი 31 მაი 2024, 12:09
პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო ბრუნდება. 

როგორც ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იუწყება, მოურინიო "ფენერბახჩეში" დანიშვნასთან ახლოსაა. 

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. 

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ბოლო კლუბი "რომა" იყო, რომელიც მან წლის დასაწყისში დატოვა. 

გასულ სეზონში "ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგის 38 ტურში 99 ქულა დააგროვა და ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი გახდა.