ავტორიზაცია

ბენჟამინ შეშკო მზადაა კარიერა არსენალში გააგრძელოს

ბენჟამინ შეშკო მზადაა კარიერა არსენალში გააგრძელოს
თარიღი 31 May 2024, 12:13
გერმანული "ლაიფციგის" ფორვარდი ბენჯამინ შეშკო ლონდონის "არსენალის" შეთავაზებას დათანხმდა, ამის შესახებ ბრიტანული ტაბლოიდი The Mirror იტყობინება. 

პოტენციური სატრანსფერო თანხა შეიძლება იყოს დაახლოებით 53 მილიონი ევრო. ასე შეაფასა გერმანულმა მხარემ სლოვენიელი ფეხბურთელი. 

2023/2024 წლების სეზონში 20 წლის თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე 42 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც 18 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის არსებული შრომითი ხელშეკრულების ვადა 2028 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.