მილანი ოთხი ფეხბურთელის ტრანსფერისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს

"მილანის" ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში გუნდის გაძლიერება სურს. 
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, "როსონერი" მზადაა ახალ ფეხბურთელებზე 100 მილიონი ევრო დახარჯოს. 
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში მილანურ კლუბს თავდამსხმელის, ორი მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის შეძენა სურს. 







