BREAKING: ნაპოლიმ ახალი კონტრაქტი გაამზადა - რამდენი იქნება კვარაცხრლიას ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა?
ავტორიტეტული გამოცემის Foot Mercato-ს ჟურნალისტი სანტი აუნა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ინფორმაციით, "ნაპოლი" ამ ეტაპზე ქართველ გარემარბს ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს. ხელშეკრულება ასევე 160 მილიონიან გამოსასყიდ თანხას ითვალისწინებს.
კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელის მოთხოვნა განსხვავებულია. ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო და ტრანსფერის გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროს ფარგლებში.
ცნობილი ინსაიდერის ცნობით, ჯუღელი მონაკოში "პსჟ"-ს საფეხბურთო მრჩეველს ლუის კამპოსს შეხვდა, რომელმაც მოთამაშის აგენტს განუცხადა, რომ პარიზელები მზად არიან კვარაცხელიას სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გადაიხადონ.