ავტორიზაცია

ბორუსია ტერზიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს

ბორუსია ტერზიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
თარიღი 03 ივნ 2024, 12:17
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელი ედინ ტერზიჩი დიდი ალბათობით მომავალ სეზონში გუნდში დარჩება. 

როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში იუწყება, "ბორუსია" უახლოეს მომავალში ტერზიჩს ახალი შეთანხმების შეთავაზებას გეგმავს. 

მისი ხელმძღვანელობით კლუბმა გერმანიის ჩემპიონატის გასულ სეზონში მეხუთე ადგილი დაიკავა და 34 მატჩში 63 ქულა მოაგროვა. კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა, სადაც მადრიდის "რეალთან" ანგარიშით 0:2 დამარცხდა.