ალ-ნასრი მზადაა კაზემიროს სანაცვლოდ 90-100 მილიონი ევრო გადაიხადოს

"ალ-ნასრი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის გაძლიერებას გეგმავს.
საუდის არაბეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი იმედოვნებს, რომ გააგრძელებს თავისი ფინანსური შესაძლებლობების გამოყენებას მაღალი დონის მოთამაშეების მოსაზიდად.
CaughtOffside-ის ცნობით, "ალ-ნასრი" მზადაა მანჩესტერ "იუნაიტედის" ნახევარმცველ კაზემიროს ტრანსფერში დაახლოებით 90-100 მილიონი ევრო გადაიხადოს.