უეფამ ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

უეფას პრესსამსახურმა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.
პრესტიჟული ჯილდო მადრიდის "რეალის" ბრაზილიელმა ფორვარდმა ვინისიუს ჟუნიორმა მოიპოვა.
ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების სეზონში ვინისიუსმა ათი მატჩი ჩაატარა, რომელშიც ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი საგოლე გადაცემა გააკეთა.